ქარუმიძე სწავლობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1984 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - "მახვილგონიერება და პატივმოყვარეობა ჯონ დონის პოეზიაში."
წლების განმავლობაში, ქარუმიძე მუშაობდა XX საუკუნის ლიტერატურის კვლევის ცენტრში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1994-5 წლებში კი იგი იყო ფულბრაითის მოწვეული მკვლევარი, უისკონსინ-მილვოქის უნივერსიტეტში, სადაც იგი პოსტმოდერნულ ამერიკულ მეტაპროზას სწავლობდა.
ქარუმიძის ორი მოთხრობა (რომელებიც ავტორმა თავად თარგმნა ინგლისურად) გამოქვეყნდა ამერიკაში, Clockwatch Review-ში (Clockwatch Review, Bloomington, IL, 1996).
რედაქტორობდა საქართველოში გაცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს: საქართველო/კავკასიის პროფილი (1995-2000) და კავკასიის კონტექსტი (2002-05).
ჯეიმზ ვერჩთან ერთად, ზურაბ ქარუმიძე იყო თანა-რედაქტორი წიგნისა - კმარა:ვარდების რევოლუცია საქართველოს რესპუბლიკაში (Nova Science Publishers, ნიუ-იორკი, 2005).
წერს ესეებს კულტურასა, კოლექტიურ მახსოვრობასა და ეროვნული ნარატივების შესახებ.









